11:46 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-08 13:58:47, 709 ნახვა

სპეციალური ანონსი
როთი - 11 ნოემბერს, თბილისს EU-ის წევრი 8 ქვეყნის დელეგაცია ეწვევა

11 ნოემბერს, თბილისს EU-ის წევრი 8 ქვეყნის დელეგაცია ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთიმ სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა.

როთის განცხადებით, დელეგაციის შემადგენლობაში ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თავმჯდომარეები იქნებიან.

"საქართველო და მისი ხალხი ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. ჩვენ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ერთგული ვართ ევროპის გულში. გაყალბებული არჩევნების შემდეგ ჩვენ შეშფოთებულები ვართ მიმდინარე მოვლენებით.

თბილისს, 11 ნოემბერს ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია ეწვევა",- წერს როთი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics