23:25 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 14:15:52, 351 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: დარწმუნებული ვარ, ვახტანგ გომელაური ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოლოდინები გაამართლოს

„დარწმუნებული ვარ, ვახტანგ გომელაური ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოლოდინები გაამართლოს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, გომელაური პროფესიონალიზმით და საქმისადმი ერთგულებით გამოირჩევა.

„ბატონი ვახტანგი გამოირჩევა თავისი პროფესიონალიზმით, წესიერებით, უანგარობით, საქმისადმი ერთგულებით და პრინციპულობით. ეს არის მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობა. მას აქვს კარგად გააზრებული ის სიმძიმე, რომელიც თან ახლავს ამ თანამდებობას და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული სფერო, მაგრამ ეს სამინისტრო არ არის მისთვის ახალი. ბატონი ვახტანგი უკვე ორი წლის განმავლობაში იკავებდა მინისტრის მოადგილის თანამდებობას და მანამდეც, წლების განმავლობაში ამ სისტემაში უწევდა მუშაობა. მე მინდა ვუსურვო მას წარმატებები. დარწმუნებული ვარ, იგი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი და ხალხის მოლოდინები გაამართლოს და იყოს წარმატებული მინისტრი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics