12:41 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-06 10:15:42, 954 ნახვა

რეგიონი
ოთარ დანელიამ ზუგდიდში, ავტო-მოტო მოყვარულთა გრანდიოზული შოუ გახსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ავტო-მოტო მოყვარულთა შოუს უმასპინძლა.

გრანდიოზული სანახაობა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გახსნეს.

სოფლის მეურნეობის მინისტი მოჯირითეებს BMW –ს მარკის ავტომობილით შეურთდა.

ღონისძიების ფარგლებში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე ავტო და მოტომოყვარულთა რეგიონული შეჯიბრი გაიმართა. ავტო შოუს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელუი ედიშერ თოლორაია ესწრებოდა. ღონისძიებაში მონაწილეობა ავტო-მოტომოყვარულებთან ერთად, მიიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გამგებლებმა, მერებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახლემწიფო რწმუნებულის აპარატის მხარდაჭერით გაიმართა.. შეჯიბრის ორგანიზატორი კი „Western Drivers Club - სამეგრელო“-ა.

ავტო შეჯიბრში გამარჯვება ჩხოროწყუს გამგებელმა დათო გოგუამ მოიპოვა. მეორე ადგილზე ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია, მესამე ადგილზე კი ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია გავიდა. პირველი ადგილის მფლობელს თასი და მედალი სამეგრელო –ზემო სვანეთის გუბრნატორმა ლევან შონიამ გადასცა. ავტო სპორტული სანახაობა სამეგრელოში პირველად ჩატარდა, ღონისძიებას მუსიკალურად, ცნობილი DJ-ები

შოუ საქველმოქმედო ხასიათის იყო და შემოსული თანხა თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება. შეხვედრის სპონსორები „ვისოლი“, „კოკა-კოლა“ და „სოკარი - ყულევის ნავთობ ტერმინალი“ არიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics