12:50 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-22 14:48:54, 780 ნახვა

მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი: აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაიზარდა

„ნატო-ს  სადაზვერვო სამსახურმა დააფიქსირა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაიზარდა“,-ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სტოლტენბერგმა რუსეთს, აღმოსავლეთ უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა. 

„ნატო-ს  სადაზვერვო სამსახურმა დააფიქსირა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე იზრდება რუსეთის მძიმე სამხედრო ტექნიკის რაოდენობა. მხედველობაში მაქვს ისეთი შეიარაღება, როგორიცაა ტანკები, არტილერია, ჯავშანმანქანები და საჰაერო თავდაცვითი სისტემა. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები აღმოსავლეთ რეგიონიდან და პატივი სცეს მინსკის შეთანხმებას“,-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics