13:34 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-17 18:40:28, 4919 ნახვა

High - Tech
„დაემგზავრე ტექნოლოგიებს“ - ტექნობასის ახალი იდეა

„დაემგზავრე ტექნოლოგიებს“ - ეს „ტექნობასის“ახალი იდეაა, რომელიც მთელს საქართველოში მოგზაურობს. ტექნობასი ბრენდირებული ავტობუსია, რომელსაც სტარტაპერები ქირაობენ იმისთვის, რომ რეგიონებში იარონ და ინტერაქტიური პრეზენტაციებისა და თამაშების გზით სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი გაუჩინონ.

პროექტის ავტორი სტარტაპ კომპანია "ლინგვინგია", რომელმაც იდეა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დახმარებით განახორციელა.

ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მთავარ ამოცანას წარმოადგენს ქვეყანაში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის დაინტერესება ამ ერთიან ეკოსისტემაში მონაწილეობის მისაღებად. სწორედ აღნიშნულს წარმოადგენს ტექნოლოგიების ავტობუსი, რომელიც მოივლის მთელ საქართველოს ჩავა ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში და შეხვდება სკოლის მოსწავლეებს, რათა მათთვის მოხდეს იმ ახალი შესაძლებლობების გაცნობა", - განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ.

ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიებზე ინფორმაციის გავრცელება, ასევე მნისვნელოვანია, რომ ამ ინფორმაციაზე წვდომა რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს ჰქონდეთ. ამიტომ ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას და ცოდნას. გამოხმაურება ამ პროექტს ძალიან კარგი აქვს", - აღნიშნა სტარტაპ კომპანია "ლინგვინგის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით ველიაშვილმა.

  • "ტექნობასმა" მოირა ქუთაისის, სამტრედიის, წყალტუბოს, თერჯოლის, ზესტაფონისა და კახეთის სკოლები. პროექტის ორგანიზატორებმა ტექნოლოგიური სიახლეები და ინოვაციური უკვე 2000-ზე მეტ ახალგაზრდას გაუზიარეს.

სამომავლოდ პროექტის ორგანიზატორები რეისების დამატებასა და ლოკაციების გაფართოებასაც გეგმავენ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics