13:34 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 15:47:39, 10757 ნახვა

კულტურა
„თიბისი გალერეაში“ კინორეჟისორ ალბერტ სერასთან საჯარო შეხვედრა გაიმართა

თიბისი გალერეაში ესპანელ კინორეჟისორ ალბერტ სერასთან საჯარო შეხვედრა გაიმართა. თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორი თბილისს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი პროექტის - „თანამედროვე კინოს დიდოსტატების" ფარგლებში ეწვია, რომლის მიზანია თანამედროვე კინომეტყველების ფორმების დანერგვა და ამ მიმართულებით სტუდენტების, კინოპროფესიონალებისა და კინომოყვარულების პროფესიული უნარებისა და შემოქმედებითი თვალსაწიერის გაფართოება.

საჯარო შეხვედრაზე ალბერტ სერამ თანამედროვე კინოს ტენდენციებზე, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებაზე ისაუბრა. რეჟისორს მოდერატორობა პროექტ „თანამედროვე კინოს დიდოსტატების" იდეის ავტორმა და რეჟისორმა - ვახტანგ ჯაჯანიძემ გაუწია.

ალბერტ სერა ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩევა, რომელიც გაჯერებულია თანამედროვე კინომეტყველებისათვის დამახასიათებელი ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტებით, როგორიცაა "კინოდრო, როგორც ონლაინ რეჟიმი", "პერფორმანსი კინოში", "ფსიქიკური სხეული", "მხატვრული პირობითობისა და დოკუმენტური სტილისტიკის სინთეზი". მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია: „ჩემი გარდაცვალების ამბავი", „ლუი XIV-ს გარდაცვალება" და „Birdsong". რეჟისორის ნამუშევრები კანის, ლოკარნოსა თუ ვენეციის კინოფესტივალების არაერთი ჯილდოს მფლობელია.

პროექტ „თანამედროვე კინოს დიდოსტატების" ფარგლებში დაგეგმილია XXI საუკუნის კინემატოგრაფიისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ავტორების ჩამოყვანა მომავალში, როგორებიც არიან: მექსიკელი კარლოს რეიგადასი, ტაილანდელი აპიჩატპონგ ვერასეტაკული, ბერძენი იორგოს ლანთიმოსი, რუმინელი კრისტი პუიუ, არგენტინელი ლუკრეცია მარტელი, პორტუგალიელი პედრუ კოშტა, რუსი ანდრეი ზვიაგინცევი, შვედი რუბენ ოსტლუნდი, იტალიელი მატეო გარონე და სხვები.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics