12:51 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-17 18:23:34, 465 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა  გიორგი მარგველაშვილმა  ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური  მდივანი  სპენსერ ოლივერი მიიღო.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას  მხარეებმა  ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაგმო  აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულება  „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ და ცხინვალის რეჟიმთან მსგავსი დოკუმენტის გაფორმების პროექტი.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას საქართველო და უკრაინასთან მიმართებაში.  მხარეებმა საქართველოსა და ეუთო-ს შორის არსებული თანამშრომლობაც განიხილეს და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე წლიურ სესიაზეც იმსჯელეს,  რომელსაც 2016 წელს საქართველო უმასპინძლებს. გიორგი მარგველაშვილმა საუბრისას   სესიის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.

"ჩემთვის  დიდი პატივია საქართველოს  პრეზიდენტთან შეხვედრა.  მე გიორგი მარგველაშვილს მის პრეზიდენტობამდეც შევხვდი,   მოხარული ვარ რომ ის წარმატებით უძღვება თავის საქმიანობას ქართველი ხალხისთვის. მას ძალიან საინტერესო კარიერა ჰქონდა, რაც, ჩემი აზრით, საუკეთესოდ ახასიათებს მის კვალიფიკაციას ამ თანამდებობაზე. მოხარული ვარ მასთან შეხვედრით. ჩვენ  განვიხილეთ  საქართველოში და რეგიონში არსებული ვითარება, ასევე რეგიონში ყველასათვის კარგად ცნობილი პრობლემები და აღვნიშნეთ  რომ  ყველა მონდომებულია იპოვოს გამოსავალი ამ ვითარებიდან.  ეს იყო კარგი და ძალიან დასაფასებელი შეხვედრა“, - განაცხადა სპენსერ ოლივერმა.

შეხვედრას უშიშროების საბჭოს მდივანი,  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics