10:34 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-02 21:47:48, 994 ნახვა

სპეციალური ანონსი
3 ნოემბრის ანონსი

3 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის ყოველწლიურ საკოორდინაციო შეხვედრაში. 

3 ნოემბერს, 10:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „რედისონ ბლუ“-ში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი და აჭარის ა/რ ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი DCFTA-ს შესახებ სემინარს გახსნიან. საკონტაქტო ტელ.: 577420001

3 ნოემბერს, 11:00 საათზე, "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ბეჟან გუნავა დაბარებულია თბილისის პროკურატურაში. თემა: თბილისის პროკურატურამ "პატრიოტთა ალიანსის" აქციაზე ბეჟან გუნავას დაკავების ფაქტზე აღძრა სისხლის სამართლის საქმე, რის გამოც დაიკითხება მოწმის სახით.
მის: აღმაშენებლის ხეივანი. საკონტაქტო პირი მარიამ ბაციაშვილი - 558123412

3 ნოემბერს, 11:00 საათზე, ენმ-ის ცენტრალურ ოფისში ნუგზარ წიკლაურის პრესკონფერენცია გაიმართება.

3 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში", ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ოქტომბერში საქართველოში შემოსული საერთაშორისო მოგზაურებისა და ტურისტების სტატისტიკასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

3 ნოემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
მის.: ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

3 ნოემბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
მის: ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

3 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, კონსტანტინე აფხაზის სახელობის სამხედრო დარბაზის გახსნას დაესწრება. მის: თბილისი, ლადო გუდიაშვილის ქ. N7

3 ნოემბერს, 15:00 საათზე, ბრიტანეთის საბჭოსა და ევროპული სკოლის ახალი ინიციატივის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება, რომელსაც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი დაესწრება. მის.: ალ. ყაზბეგის ქ. N34, ევროპული სკოლა. საკონტაქტო პირები: ეკატერინე ფაცაცია 591 229 803; ქეთევან ნაჭყებია 577 72 51 58

3 ნოემბერს, 16:00 საათზე, „თიბისი გალერეაში“ მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის, „ლეონარდო და ვინჩი“ მონაწილეთა პროექტების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. მის.: მარჯანიშვილის ქ. #7, „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისი, „თიბისი გალერეა“ (მე-4 სართული)

3 ნოემბერს, 16:30 საათზე, სასტუმროში Rooms Hotel Tbilisi ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ორგანიზებით, ონკოჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საკითხებზე ქვეყნის ონკოჰემატოლოგებთან შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics