12:18 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-23 18:01:59, 680 ნახვა

ეკონომიკა
საკვები პროდუქტების ნაწილი გაძვირდა

საკვები პროდუქტების ფასებმა საშუალოდ 20-30 თეთრით მოიმატა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ მოვაჭრეებმა განუცხადეს, ბოლო 3 დღის განმავლობაში  შაქარი 15 თეთრით, ზეთი 20-30 თეთრით გაძვირდა,  ხოლო  ერთ ტომარა პურის ფქვილზე ფასმა  5 ლარით მოიმატა.

„ლარის კურსის დავარდნამ საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვია. პროდუქტებზე ფასების ზრდა ბოლო 10 დღის განმავლობაში შეინიშნება. განსაკუთრებით იმ პროდუქტებზე, რომელიც უცხოეთიდან შემოდის, მაგალითად შაქარი, ზეთი, ფქვილი და ასე შემდეგ“, - აცხადებენ მოვაჭრეები.

ცნობისთვის, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.19 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ხვალიდან 1 დოლარის შეძენა 2.1971 ლარად იქნება შესაძლებელი.
ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.1771 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0200 ლარი შეადგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics