11:40 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-05 17:06:07, 505 ნახვა

სამართალი
შსს: დაჭრილია სპეცრაზმელი, ლიკვიდირებულია მირზა ალიევი

„ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული სპეცოპერაციის დროს ლაგოდეხში, სოფელ კაბალში, ერთ-ერთმა დასაკავებელმა პირმა, მირზა ალიევმა სპეცრაზმის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა. დარახველიძის თქმით, ერთი სპეცრაზმელი მძიმედ დაიჭრა. საპასუხო ცეცხლის შედეგად მირზა ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.

"5 სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 34 პირი დავაკავეთ. 7 პირს კი, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 2 პირს, საზღვარგარეთ მყოფ 4 ადამიანსა და 1 კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ერთ-ერთმა დასაკავებელმა პირმა, მირზა ალიევმა, რომელზეც დაკავების შესახებ მოსამართლის განჩინება იყო გაცემული, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მისამართით ინტენსიური ცეცხლი გახსნა. შედეგად, ერთ-ერთი სპეცრაზმელი გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა. პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად, მირზა ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - თქვა ივანიშვილის შს მინისტრის, გეკა გელაძის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
JPost: რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სია გადასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics