2025-10-19 17:27:08, 818 ნახვა
სამართალი
ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს მაშინ, როცა დედის ორმოცზე საფლავზე მიდიოდა
პოლიტიკოსი და აქტივისტი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს. ვიდეო სოციალურ ქსელში თავად ჩხარტიშვილმა გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით ჩხარტიშვილი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა მაშინ დააკავეს, როცა იგი დედის ორმოცზე საფლავზე მიდიოდა. მას თან ახლდა მცირეწლოვანი შვილი.
როგორც დაკავებამდე მან პოლიციელებს უთხრა, რუსთაველის გამზირზე გზა შეგნებულად გადაკეტა და ეს "პოლიტიკური აქტი იყო". ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სწორედ გზის გადაკეტვის ბრალდებითაა დაკავებული
ავტორი: ექსპრესნიუსი,