03:15 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-03 14:25:37, 1261 ნახვა

ეკონომიკა
ბოსტნეული 26.3%-ით, ცხიმი 20.6%-ით, პური 9.6%-ით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -0.01% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4%.

საქსტატის ცნობითვე, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, წინა წელთან შედარებით, ფასები 10.1%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.34%-ით აისახა, მათ შორის ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 26.3%;
  • ზეთი და ცხიმი - 20.6%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 15.4%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 10.3%;
  • პური და პურპროდუქტები - 9.6%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 8.7%;
  • თევზეული - 7.9%;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 7.1%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 3.6%;
  • ხილი და ყურძენი - 2.7%.

ჯანმრთელობის დაცვა 9.4%-ით გაძვირდა, ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების - 10.4%, საავადმყოფოების მომსახურების - 9.2% და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის - 8.4% ქვეჯგუფებზე.

ბოლო ერთ წელიწადში გაძვირდა:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 10.1%
  • ჯანმრთელობის დაცვა - 9.4%
  • სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 6.7%
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 6%
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 4.6% განათლება - 4.6%
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 1%

ბოლო ერთ წელიწადში გაიაფდა:

  • კავშირგაბმულობა 13%
  • ტრანსპორტი 5.3%
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა 1.4%
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 0.8%
  • დასვენება, გართობა და კულტურა 0.5%

ქვემოც მოცემულ გრაფიკზე აღნიშნულია ინფლაციის მაჩვენებელი 2025 წლის მაისთან შედარებით: 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics