13:42 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-10 22:55:28, 1534 ნახვა

სხვადასხვა
რეპორტიორები საზღვრებს გარეშე მოუწოდებს, საფრანგეთს და ევროკავშირს ჟურნალისტების არ შემოშვების გამო, ოცნების რეჟიმზე ზეწოლა გააძლიეროს

"ქართული ოცნების" რეჟიმის მიერ საქართველოში ორი ფრანგი ჟურნალისტის არშემოშვებას, "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ეხმაურება. RSF-ის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დირექტორმა ჟან კაველიემ ჟურნალისტებისთვის საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა შეაფასა როგორც მიზანმიმართული შიშის დათესვის მცდელობა, განსაკუთრებით იმ პირების მიმართ, რომლებიც 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული სადავო არჩევნების შემდეგ დემონსტრაციების გაშუქებით იყვნენ დაკავებულნი.

მან მოუწოდა მმართველ პარტიას დაიცვას პრესის თავისუფლება და ასევე,  საფრანგეთსა და ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლებაზე წნეხის გაზრდისკენ მოუწოდა.

RSF აღნიშნავს, რომ მიუხედავად საფრანგეთის საელჩოსა და ადგილობრივი ადვოკატის ჩართულობისა, ასევე სახალხო დამცველის მიერ ჟურნალისტის მხარდამჭერი პოზიციისა, რომელმაც მისი უფლებების უხეში დარღვევა აღნიშნა, ხელისუფლება დუმილს ინარჩუნებს. მისი პირველი საჩივარი სასამართლომ არ მიიღო, ხოლო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა 23 ივნისისთვის არის ჩანიშნული.

საქართველოში მცხოვრები ფრანგი ჟურნალისტი, კლიმენტ ჟირარდოტი წერს, რომ ქვეყანაში აღარ შემოუშვეს. როგორც ამბობს, მესაზღვრეებს მიზეზი არ განუმართავთ. თუმცა, ჟურნალისტი ამას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.

“ახლა უკვე შემიძლია ვისაუბრო იმაზე, რაც 12 თებერვალს თბილისის აეროპორტში გადამხდა. მიუნხენიდან ღამით დაგვიანებული და დამღლელი ფრენის შემდეგ, როცა პასპორტის კონტროლის რიგში ერთ საათზე მეტხანს ველოდე, საქართველოს ტერიტორიიდან გამაძევეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics