17:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-26 10:37:28, 807 ნახვა

ეკონომიკა
ავიაკომპანია Edelweiss- „საქართველოში უამრავი სანახაობა გელოდებათ“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და შვეიცარიული ავიაკომპანიის Edelweiss ერთობლივი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Edelweiss-ის სოციალურ ქსელებში: facebook და Instagram საქართველოს შესახებ პოსტები ფოტოებით გამოქვეყნდა.

„საქართველოში უამრავი სანახაობა გელოდებათ, საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე ადგილობრივები ხშირად ქვეყანას „ევროპის აივნად” მოიხსენიებენ, ეს კი ჩვენთვის მიზეზია წარმოგიდგინოთ თბილისის საუკეთესო ხედები ხის აივნებიდან, რომელიც მე-19 საუკუნეში აშენდა.

ოსტატურად მორთული და ხელით მოჩუქურთმებული აივნებიდან შესანიშნავი ხედები იშლება. თქვენ ასევე ნახავთ ძალიან ლამაზ ხედებს სამების საკათედრო ტაძრიდან.  საბაგიროთი შეგიძლიათ ახვიდეთ ნარიყალას ციხე-სიმაგრეზე, თუ გსურთ მთელ ქალაქს ზევიდან გადმოხედოთ შეგიძლიათ ეწვიოთ მთაწმინდის პარკს“-წერია Edelweiss-ის პოსტებში. 

ახალი მარკეტინგული კამპანია მთელი წელი გაგრძელდება.  კამპანიის ფარგლებში საქართველოში შვეიცარიელი ჟურნალისტებისთვის მედია ტური შედგება, საქართველოს ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები გამოქვეყნდება  სხვადასხვა მაღალრეიტინგულ გამოცემებში, ასევე საბორტო ჟურნალში.

კამპანიის ფარგლებში, 6-8 გვერდიანი სტატია მომზადდება საქართველოს შესახებ.

ერთობლივი კამპანიის ფარგლებში,  სოციალურ ქსელებში: facebook, Instagram და YouTube რილსები და პოსტები გავრცელდება  საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ.

ციფრული მედია კამპანიის პარალელურად სარეკლამო ბანერები განთავსდება შვეიცარიის 5 ქალაქში: ბერნი, ბაზელი, ლუცერნი, ცუგი და ციურიხი.

შვეიცარია საქართველოს მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, შვეიცარიელი ტურისტები მაღალმხარჯველობით გამოირჩევიან.

ავიაკომპანია Edelweiss  ციურიხი-თბილისის მიმართულებით 12 აპრილიდან რეგულარულ ფრენებს შეასრულებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics