03:14 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-09 13:27:15, 784 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან მნიშვნელოვნად გაიზარდა

,,ქართული ოცნება" ევროპას რუსეთით, ჩინეთით და ირანით ანაცვლებს. ქვეყანაში ირანული კომპანიების რაოდენობა უპრეცედენტოდაა გაზრდილი. მონაცემებს ამის შესახებ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა" აქვეყნებს.

ორგანიზაცია იტყობინება, რომ 2013-იდან  2024 წლის ჩათვლით ხელისუფლებამ თეოკრატიულ რესპუბლიკასთან არა მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობები გააღრმავა, არამედ   პოლიტიკურიც. 

ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან მნიშვნელოვნად გაიზარდა:

2000-2012 წლებში საქართველოში 2 370 კომპანია დაარეგისტრირეს ირანის მოქალაქეებმა, 2013-2024 წლებში კი 4-ჯერ მეტი - 9 300 კომპანია.

2012 წელს ირანიდან 82 885 ვიზიტორი შემოვიდა, 2024 წელს კი 2-ჯერ მეტი - 145 670 ვიზიტორი.
 

2001-2012 წლებში ირანიდან 8 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა, 2013-2024 წლებში კი 5-ჯერ მეტი - 40 მლნ დოლარის.

2012 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ირანთან 119 მლნ დოლარი იყო (19 მლნ ექსპორტი, 101 მლნ იმპორტი), 2024 წელს კი 2.7-ჯერ მეტი - 322 მლნ დოლარი იყო (37 მლნ ექსპორტი, 285 მლნ იმპორტი).

ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, „ქართული ოცნების“ მთავრობა ირანის ხელისუფლებას პოლიტიკურადაც დაუახლოვდა. 2024 წელს, ირაკლი კობახიძე ირანის გარდაცვლილი პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის დაკრძალვას და ახალი პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია ანგარიშში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics