03:56 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-21 13:02:16, 444 ნახვა

ეკონომიკა
ბათუმში ტურიზმის მედეგობის საკითხებზე სამიტი იმართება - ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

ბათუმში ტურიზმის მედეგობის საკითხებზე სამიტი იმართება - ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

21-22 თებერვალს, ტურიზმის ინდუსტრიის მედეგობის საკითხებზე, ბათუმში საქართველოს ტურიზმის სამიტი „ტურისტერი“ იმართება.

ღონისძიებაში ოცზე მეტი სპიკერი მონაწილეობს როგორც გლობალური, ასევე ადგილობრივი კომპანიებიდან, მათ შორის არიან სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის გლობალური პლატფორმების, Booking.com-ის, AirDNA-ის და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

“ტურისტერი”  ტურიზმის სფეროს სამასზე მეტ წარმომადგენელს აერთიანებს, მათ შორის მაღალი რგოლის მენეჯერებსა და ბიზნესის მფლობელებს, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ, ქართული ტურიზმის გამოწვევები და სექტორის მედეგობის საკითხები განიხილონ. ასევე, მიიღონ რეკომენდაციები საერთაშორისო ექსპერტებისგან.

სამიტი მოიცავს პანელურ დისკუსიებს, ვორკშოფებს, მონაწილეებს კი შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ ადგილობრივი თუ საერთაშორისო მასშტაბის ტურიზმის საკითხებზე გამართულ განხილვებში.

“ტურისტერის მთავარი არსი არის საუბარი მომავალზე, დღეს კი,  არსებული გამოწვევებით სავსე გარემოში, მომავალზე საუბარი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, შესაბამისად ღონისძიების მთავარი თემების მოდიფიკაციის საფუძველზე, ჩვენი მიზანია, განვიხილოთ ქართული ტურიზმის მედეგობა”, - ამბობენ ღონისძიების ორგანიზატორები.

ტურისტერის ორგანიზატორები არიან ტურიზმის ინსტიტუტი და ციფრული მარკეტინგული კომპანია შინდი. გენერალური სპონსორები არიან: საქართველოს ბანკი ბიზნესი, ბეტა პრინტი, ხოლო სპონსორები -  Hotel Colosseum Marina, GURU Holding, Exely.

ღონისძიება სასტუმრო ROOMS-ში იმართება. ბილეთების შესაძენად ესტუმრეთ ბმულს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics