2025-02-09 14:13:45, 473 ნახვა
ეკონომიკა
ფრენის ფასები გაიზარდა - ქვეყნის გარეთ მოგზაურობა წლიურად 5-7%-ით გაძვირდა
2025 წლის იანვარში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, ქვეყნის გარეთ ტურისტული მოგზაურობა 5.7%-ით გაძვირდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, იმავე პერიოდში თვითმფრინავით გადაადგილების საფასური 9.31%-არის გაზრდილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ერთი თვის ჭრილში მოგზაურობის ფასები 1.21%-იან შემცირებას, ხოლო თვითმფრინავით მგზავრობის საფასური 14.6%-იან კლებას აჩვენებს.
რაც შეეხება საქართველოს საზღვრებს შიგნით დასვენებას, იანვარში წლიურად გაზრდილია როგორც განთავსების, ასევე რესტორანში კვების ხარჯები. მაგალითად, სასტუმროების ფასები იანვარში 8.47%-ით, ხოლო სადილი რესტორანში 3.82%-ით გაძვირდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,