|
2024-09-18 10:47:20, 393 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, Startup Grind Tbilisi სტარტაპ ეკოსისტემების ლიდერებს უმასპინძლებს
"საქართველოს ბანკი" სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი არაერთი წელია, Startup Grind Tbilisi-სთან პარტნიორობს. ამჯერად კი, 18 სექტემბერს, სტარტაპ გრაინდის ორგანიზებითა და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, სინგაპურის, იაპონიისა და დუბაის სტარტაპ ეკოსისტემების ლიდერებთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე მოწვეული სპიკერები დაფინანსების მოძიების პროცესში ამბის თხრობის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. ღონისძიების სპიკერია კურტის ბერგი, სტარტაპ გრაინდ სინგაპურის ხელმძღვანელი. იგი სტარტაპებს გაუზიარებს ხერხებს, თუ როგორ შეუძლიათ ეფექტიანად წარმოაჩინონ საკუთარი ხედვები და პროდუქტები ინვესტორების წინაშე, რათა კაპიტალი მოიზიდონ. იგი ასევე განიხილავს გლობალურ ბაზრებზე არსებულ უნიკალურ შესაძლებლობებს, როგორიცაა ვენჩერული კაპიტალის ფინანსური ჰაბები. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება პანელური დისკუსია სტარტაპ გრაინდ სინგაპურის, დუბაისა და იაპონიის დირექტორების მონაწილეობით, რომლებიც მასშტაბირებისა და ახალი ბაზრების ათვისების საკითხებს განიხილავენ. დისკუსიის შემდეგ ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს, ინოვატორებსა და ინვესტორებს ერთმანეთის გაცნობის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ექნებათ. ღონისძიება 18 სექტემბერს 18:00 საათზე, თბილისში, ტერმინალში, აბაშიძის 34 ნომერში ჩატარდება. ღონისძიების სამუშაო ენაა ინგლისური. ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)