11:39 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 10:02:20, 324 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოს დაესწრო

გრანდიოზული კონცერტი ქართველი და მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით, - პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო.
კონცერტს მსოფლიო კინოს ლეგენდა, ფრანგი მსახიობი ალენ დელონი და ახალგაზრდა ქართველი პიანისტი დათუნა ალადაშვილი უძღვებოდნენ.
მსოფლიო ბანს 60 წლის იუბილე ქართველმა და უცხოელმა პრიმადონებმა მიულოცეს. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს 13  ვარსკვლავი ესტუმრა.
სპეციალურად ამ დღისთვის გაერთიანდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრისა და ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. კონცერტში ასევე მონაწილეობა მიიღო მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა მევიოლინემ, ლიანა ისაკაძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
JPost: რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სია გადასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics