10:32 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 11:38:37, 518 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრში ადმინისტრაციული საჩივრებისა და სასამართლო საქმის წარმოება ელექტრონული გახდა

 

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კიდევ ერთი ახალი პროექტი - ადმინისტრაციული საჩივრებისა და სასამართლო საქმის წარმოების ერთიანი ელექტრონული პროგრამა ამოქმედდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“  საჯარო რეესტრიდან აცნობეს, პროგრამა სრულად ასახავს სააგენტოში მოქალაქის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის და სასამართლოში გასაჩივრებული საქმის წარმოების პროცესს.

მასში თავს იყრის ყველა საჩივარი და ამ საჩივრებთან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგი,  სასამართლოში გასაჩივრებული საქმე და აღნიშნულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებები.

ახალი პროგრამა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ერთიან და სრულყოფილ ინფორმაციას აწვდის მოსარჩელის, მოპასუხის, დავის საგნისა და სასამართლო განხილვების რაოდენობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ თითოეულ საქმეს ელექტრონულ ფორმატში თან ერთვის სარჩელი და ყველა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 ახალი პროგრამის დახმარებით  მონაცემები ყველა ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურიდან ცენტრალიზებულად თავს ერთიან მონაცემთა ბაზაში იყრის, მათი  აღრიცხვა და სისტემატიზაცია კი ელექტრონულად ხდება, რაც სტატისტიკური ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებასაც  ამარტივებს.

 „ახალი  პროგრამა ელექტრონული მმართველობის დანერგვისკენ გადადგმული კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია. ჩვენი  მიზანია კიდევ უფრო დაიხვეწოს სააგენტოს შიდა  მმართველობითი საქმიანობა და ადმინისტრაციული საჩივრებისა და სასამართლო საქმის წარმოების აღრიცხვა-სისტემატიზაციის პროცესი, სრულყოფილი ინფორმაცია მივიღოთ დავების, მათი შედეგებისა და მიზეზების შესახებ. ეს მონაცემები სამომავლოდ არსებული ხარვეზების გამოსწორების კუთხით მნიშვნელოვნად დაგვეხმარება. პროგრამა გააუმჯობესებს და კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ჩვენს შიდა ორგანიზაციულ პროცესებს“, - აღნიშნავს  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

 პროგრამა  ეტაპობრივად  სააგენტოს ყველა ტერიტორიულ სამსახურში ამოქმედდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics