2015-01-31 18:37:45, 441 ნახვა
პოლიტიკა
ზუგდიდში ბაჩო ახალაიას წიგნის პრეზენტაცია გააპროტესტეს
ზუგდიდში ბაჩო ახალაიას წიგნის „სოხუმი-ჩემი იერუსალიმია“-ს პრეზენტაცია გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
„იმედის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა სცადეს, სადაც ახალაიას წიგნის პრეზენტაცია მიმდინარეობდა.
სამართალდაცმველებმა აქციის მონაწილეებს შენობასთან მიახლოების საშუალება არ მისცა, სწორედ ეს გახდა ორ მხარეს შორის დაპირისპირების მიზეზი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან