13:46 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-01 05:14:38, 903 ნახვა

სააკაშვილი - ხვალ დილიდან ვაცხადებთ მასობრივ მობილიზაციას

„ხვალ დილიდან ვაცხადებთ მასობრივ მობილიზაციას“ , - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მან ასევე ოპოზიციურ პარტიებს მიმართა, რომ აღარ არის კონკურენციის დრო და უნდა გაერთიანდნენ.

„მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენს აქტივისტს, უბნებზე ყველა ჩვენს წარმომადგენელს, ბოლომდე იდექით მაგრად, ხვალ დილიდან ვაცხადებთ მასობრივ მობილიზაციას, არ მივცემთ ივანიშვილს საშუალებას მოიპაროს ქართველი ხალხის არჩევანი, ის იპარავს საქართველოს და თითოეული თქვენგანის ბედს. ჩვეულებრივად მიდის მოპარვა არჩევნების ამ წუთებში და ამ საათებში, როდესაც მე ვლაპარაკობ.

მინდა მოვუწოდო ყველა სხვა ოპოზიციურ ძალას - მეგობრებო, მესმის, რომ ყველა არ არის კმაყოფილი თავისი საარჩევნო შედეგებით, ახლა აღარ არის კონკურენციის დრო და ახლა აღარ არის დროს გვერდზე დგომის და გვერდიდან სეირის ყურების, თითოეული თქვენგანის ხმა არის დასაცავი. ან ახლა ყველანი ჩვენ ვდგებით ერთად, ყველანი ერთად ვაყალიბებთ ეროვნული ერთიანობის მთავრობას, ყველანი ერთად ვწევთ გვერდზე ივანიშვილს და ამ ბანდას, რომელიც ახლა სრულიად თავხედურად ხელთათმანები მოიხსნა და აყალბებს არჩევნებს, ან ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას და ან ჩვენ ვწყვეტთ არსებობას. ეს არის ორჯერ ორი ოთხი“ , - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics