2015-01-28 13:34:06, 642 ნახვა
მსოფლიო
ირლანდიამ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა
ირლანდიის პარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო უწყებიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის ქვედა პალატამ (Dáil Éireann) ხმათა უმრავლესობით მიიღო. ამავე სხდომაზე რატიფიცირებულ იქნა ასოცირების შეთანხმებები უკრაინასა და მოლდოვასთან.
ირლანდია მე-12 ქვეყანაა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, რომლებმაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია უკვე განახორციელეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან