|
2015-07-31 11:40:35, 599 ნახვა
სამართალი
შსს-მ ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ართურ ი. და 1982 წელს დაბადებული არმენ კ. დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო წარსულში ნასამართლევი 1989 წელს დაბადებული არმენ ნ. დანაშაულის შეუტყობინებლობის და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ახალციხეში დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები 26 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯასთან მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ პირებს დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდნენ. კერძოდ, ისინი ნინოწმინდის საბაჟო გამშვებ პუნქტთან დახვდნენ სომხეთიდან მომავალ პიროვნებებს, დანაშაულის ჩადენის იარაღი – “კალაშნიკოვის” სისტემის ავტომატი და ავტომანქანა დაახვედრეს, რომლითაც მკვლელობაში ბრალდებული პირები საქართველოში შემოსვლის შემდეგ გადაადგილდებოდნენ. მოგვიანებით, დაკავებულებმა ამავე პირებს მოკლულის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათთვის მობილური ტელეფონის სიმ-ბარათები შეიძინეს. არმენ ნ-მ დაკავებისას პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია. სამართალდამცველებმა ავტომანქანა, რომლითაც მკვლელობაში ბრალდებული პირები გადაადგილდებოდნენ, წალკის რაიონში დამწვარი იპოვეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - “კალაშნიკოვის” სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ართურ ი. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე და 353-ე პრიმა მუხლებით). გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები მკვლელობაში ბრალდებული პირების დასაკავებლად.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)