19:53 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 13:04:53, 598 ნახვა

სამართალი
ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული 5 პირი პირადი თავდებობის საფუძველზე გათავისუფლდა

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული მაღალჩინოსნები, 5 დეპუტატის პირადი თავდებობის საფუძველზე გათავისუფლდნენ.

ეს დეპუტატები  არიან: შალვა შავგულიძე, ირაკლი ჩიქოვანი, ვიქტორ დოლიძე, ზურაბ აბაშიძე და ნინო გოგუაძე.

სასამართლომ დაადგინა, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლისათვის, პარლამენტის 5 წევრის თავდებობა საკმარისია.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე, არ დააკმაყოფილა და თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი გირაოს გარეშე დატოვა.

ხუთივე მათგანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე დაკავებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების: ნუგზარ კაიშაურის, გიზო ღლონტის, დავით წიფურიას, გიორგი ლობჟანიძის, არჩილ ალავიძის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმებას და აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეფარდებას ითხოვდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics