02:56 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 10:23:35, 437 ნახვა

სამართალი
საქართველოს რამოდენიმე რეგიონში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს

განხორციელებული მონიტორინგის შედეგად აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დეპარტამენტის სათაო ოფისის, კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და აღმოსავლეთ-ცენტრალური სამსახურების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს.

ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ბრაკონიერთა ჯგუფები მდინარეებზე კანონმდებლობით აკრძალული მოწყობილობით, კერძოდ ელექტროშოკური აპარატებით ახორციელებდნენ თევზის მოპოვებას.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა მოახდინეს სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა ჯიშის 100 კილოგრამამდე თევზის კონფისკაცია.

მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი თევზჭერისა და ნადირობის წესების   დაცვის მიზნით,  პრევენციულ ღონისძიებებს აგრძელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics