11:46 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-06 12:06:39, 1550 ნახვა

კომენტარი
კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველოს მთავრობა გამჭვირვალედ და სუფთად მუშაობს

საქართველოს მთავრობას მთლიანობაში და არც ერთ სამინისტროს არ აქვს გამჭვირვალობის პრობლემა; არა მარტო გამჭვირვალედ ვმუშაობთ, არამედ ვმუშაობთ სუფთად და სწორედ ამიტომ არ გვაქვს გამჭვირვალობის პრობლემა, განსხვავებით ენჯეოებისგან, - ამის შესახებ "ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ივანიშვილის მთავრობის მეთაურის შეფასებით, ენჯეოებს ზუსტად იმიტომ აქვთ გამჭვირვალობის პრობლემა, რომ სუფთად არ მუშაობენ და ემსახურებიან არა ეროვნულ ინტერესებს, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ.

„ისინი პირდაპირ იყვნენ ჩართული ანტისახელმწიფოებრივ აქციებში, ანტისახელმწიფოებრივ აქტებში და სწორედ ამიტომ აქვთ საკუთარი დაფინანსებაც დასამალი. მე ძალიან მრავლად ვნახე იმ ანტისახელმწიფოებრივ აქციებზე შენიღბული ენჯეოშნიკები. არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს პოლიტიკა. ეს არის კონსტიტუციური სტანდარტების საწინააღმდეგო მოვლენა. როდესაც პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობენ ენჯეოების წარმომადგენლები, ეს ნიშნავს, რა თქმა უნდა, გარედან პოლიტიკის დაფინანსებას და მით უმეტეს, არ შეიძლება, რადიკალიზმი და რადიკალური პოლიტიკა ფინანსდებოდეს ქვეყნის გარედან. არავის არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში გარედან. გარედან არავინ უნდა ჩაერიოს ქართულ პოლიტიკაში - ეს არის კონსტიტუციური სტანდარტი. იყო გარკვეული გადახვევა კანონში, არასწორი პრაქტიკაც იყო ჩამოყალიბებული, დღეს ჩამოყალიბდა სწორი კანონმდებლობა და სწორი პრაქტიკა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics