15:04 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-16 20:44:02, 4430 ნახვა

სხვადასხვა
არნოლდ შვარცნეიგერი ტრამპს - იქ იდექით როგორც უსუსური, პუტინის პატარა თაყვანისმცემელივით

კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი რესპუბლიკური პარტიიდან, არნოლდ შვარცენეგერი:აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და რუსეთის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის ალიასკაში შეხვედრას ეხმაურება. შვარცნეიგერი ტრამპს აშშს ინტერესების გაყიდვაში ადანაშაულებს.

“პრეზიდენტო ტრამპ, მე ახლა ვუყურე თქვენს პრესკონფერენციას პრეზიდენტ პუტინთან და ეს შემაძრწუნებელი  იყო. ვგულისხმობ იმას, რომ იქ იდექით როგორც უსუსური, პუტინის პატარა თაყვანისმცემელივით. ვფიქრობდი კიდეც, როდის სთხოვდით  მას ავტოგრაფს ან სელფის გადაღებას.

ამ პრესკონფერენციის დროს თქვენ ფაქტობრივად გაყიდეთ ჩვენი სადაზვერვო სისტემა, ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა და რაც ყველაზე ცუდია - ჩვენი ქვეყანა.

თქვენ ხართ აშშ-ის პრეზიდენტი, ასე არ უნდა იქცეოდეთ, რა გემართებათ?

სად წავიდა ის ძლიერი სიტყვები ან რონალდ რეიგანის სიძლიერე, როდესაც ის იდგა ბერლინის კედელთან და თქვა: "ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი“? სად წავიდა ეს ყველაფერი?" -თქვა არნოლდ შვარცნეიგერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics