03:24 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 12:50:50, 555 ნახვა

სამართალი
ნინო გვენეტაძე სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიას იძლევა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი ნინო გვენეტაძე  სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიას იძლევა. ამის შესახებ გვენეტაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის რეზიდენციაში განუცხადა.

კითხვაზე-"პროტესტის ნიშნად თავის დროზე თქვენ დატოვეთ სასამართლო სისტემა, ადამიანების მიმართ, რომლებიც ახლა არიან მართლმსაჯულებაში, ბევრი პრეტენზიაა, როგორ გამოგივათ თანამშრომლობა", გვენეტაძემ ასე უპასუხა:

"თანამშრომლობა უნდა შედგეს.  სხვანაირად   ჩემს უფლებამოსილებებს ვერ განვახორციელებ. თუმცა შემიძლია მათთან თანამშრომლობის ფონზე, მათთან საუბრით,  კონსულტაციით, მათი პროფესიონალური  დონის ამაღლებით, ბევრი პრობლემა გადავჭრა, მაგრამ მათ აქვთ არჩევანი  თავისი თვითკონტროლის, თვითრეალიზაციის და ა.შ. ამაზე წინასწარ არაფერი შემიძლია გითხრათ",-განაცხადა ნინო გვენეტაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics