11:34 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-15 12:22:35, 365 ნახვა

რეგიონი
საქართველო ბუდაპეშტის ღვინის ფესტივალზეა წარმოდგენილი

უნგრეთში ქართული კულტურის, ღვინისა და გასტრონომიის პოპულარიზაცია მიმდინარეობს - "ბუდაპეშტის 33-ე ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე" საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსითაა წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, ოთხი დღის განმავლობაში, ფესტივალის ათასობით ვიზიტორს საშუალება ჰქონდა, საქართველოს კუთხესთან ქართული ღვინო, კერძები დაეგემოვნებინათ, ცნობილი სომელიე ატილა პეტზოლდის ღვინის მასტერკლასებსა და ქართულ მუსიკალურ პროგრამას დასწრებოდნენ, ასევე ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ და გაცნობოდნენ აჭარის საპრომოციო მასალებს.

"სტუმრების წინაშე ქართულ მუსიკალური პროგრამა  ბათუმის კულტურის ცენტრის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა "ბათუმი", კვარტეტმა "ბათუმი" და ბენდმა "ოუშენ დრაივი" წარმოადგინეს.

საქართველო "ბუდაპეშტის 33-ე ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე" უნგრეთში საქართველოს საელჩოს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, ბათუმის მერიის კულტურის ცენტრის, აჭარის განათლების სამონისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით იყო წარმოდგენილი.

ფესტივალი უნგრეთის დედაქალაქში, ბუდას ისტორიული ციხესიმაგრის ტერიტორიაზე 12 სექტემბერს გაიხსნა და და დღეს დასრულდება. მას  ყოველწლიურად 40 000-მდე ვიზიტორი ესწრება",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
JPost: რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სია გადასცა
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics