23:02 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-03 09:32:28, 1991 ნახვა

Lifestyle
დემნა გვასალია - ვიღებ პასუხისმგებლობას და ბოდიშს გიხდით არასწორი არჩევანისთვის

ბალენსიაგას ხელმძღვანელი დემნა გვასალია მოდის სახლის კამპანიის Gift Shop-ისფარგლებში გამოქვეყნებულ ფოტოებთან დაკავშირებით ბოდიშს იხდის. წერილი დიზაინერმაInstagram-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

დემნას თქმით,ბავშვების მსგავს კონტექსტში გადაღება შეუფერებელი საქციელი იყო,მაგრამიდეაში არ ჰქონდა ცუდი განზრახვა და გმობს ბავშვთა მიმართ სასტიკ მოპყრობას.

მსურს პირადად მოგიბოდიშოთ არასწორი არტისტული არჩევანისთვისსადღესასწაულო კამპანიის შინაარსის შესახებ. ვიღებ ჩემს პასუხისგებლობას. შეუფერებელიიყო, რომ ბავშვებს რეკლამა გაეკეთებინათ იმ ნივთებისთვის, რომლებთანაც არანაირიკავშირი არ აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო ჩემი ნამუშევრობით ფიქრების პროვოცირება მიყვარს, არასდროს მქონია განზრახვა, რომ ამისთვის ისეთი საშინელი თემა გამომეყენებინა, როგორიც არის ბავშვებთან სასტიკი მოპყრობა, რასაც მე ვგმობ.

საჭიროა ვისწავლო მომხდარისგან, მოვუსმინო და დავკავდე ბავშვთა დაცვისორგანიზაციებთან ურთიერთობით, რათა გავიგო, თუ როგორ შემიძლია მონაწილეობა მივიღოდა დაცეხმარო მათ ამ საშინელი თემის წინააღმდეგ.

ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც შეუარცხყოფილი დარჩა ამ ვიზუალებით და Balenciaga იძლევაგარანტიას, რომ ადეკვატური ზომები იქნება მიღებული არამხოლოდ იმისთვის, რომ მსგავსიშეცდომა არ მომავალში არ განმეორდეს, არამედ ვიღებთ პასუხისმგებლობას ბავშვთაკეთილდღეობის დაცვაში ყველა იმ გზით, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია.” - წერს დემნაგვასალია.

შეგახსენებთ,დემნა გვასალიას კამპანიის შემდეგ,მოდის სახლი მკაცრად გააკრიტიკესბავშვების BDSM-ით შთაგონებული ნივთებით პოზირებისთვის





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics