20:43 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-07 18:47:40, 609 ნახვა

სამართალი
შსს-მ პოლიციელების განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელების განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ამავე სამმართველოს მიერ 2015 წლის 22 აგვისტოდან ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის და განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ძებნილი, წარსულში ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული რამინ ფ. კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დააკავეს.

„ბრალდებული, რომელიც მიმდინარე წლის 11 აგვისტოს ფონიჭალაში „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანით მოძრაობდა, არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას შეჩერებულიყო, გაუწია წინააღმდეგობა და მოახდინა პოლიციელების სამსახურებრივ ავტომანქანაზე შეჯახება, რის შემდეგაც ცივი იარაღით ორ პოლიციელს სხეულზე დაზიანებები მიაყენა და მიმალვა შეძლო. სამართალდამცველებმა, ავტომანქანის ჩხრეკისას, რომელსაც ბრალდებული მართავდა, 25 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 111 გრამი ჰეროინია.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 19-109 მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით)“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics