2015-07-10 12:10:48, 874 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური რეფორმის ახალი გეგმა წარადგინა
საბერძნეთის მთავრობამ ეკონომიკური რეფორმის ახალი გეგმა შეიმუშავა და ევროზონის ლიდერებს წარუდგინა, რათა კრედიტორების მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.
ევროზონის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ახალი ეკონომიკური რეფორმის გეგმის წარდგენა, დაწესებული ვადის გასვლამდე ორი საათით ადრე წარადგინა.
ბერძნული მედიის ცნობით, აღნიშნული გეგმა მოიცავს გადასახადების გაზრდას, საპენსიო რეფორმებს, პრივატიზაციასა და ხარჯის შემცირებას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან