09:41 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-27 14:22:01, 840 ნახვა

მსოფლიო
ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 800-ს მიაღწია

ნეპალში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 800-ს მიაღწია.

დაახლოებით 6 ათას 500-მა ადამიანმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ასევე ათობით დაღუპულია ჩინეთსა და ინდოეთში.

ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისათვის ღია ცის ქვეშ კარვებია გაშლილი, სადაც  უკვე მეორე დღეა ათასობით ადამიანს ღამის გათევა უწევს.

დედაქალაქის მახლობლად მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ კატმანდუს მოსახლეობა  ქალაქს მასობრივად ტოვებს.

არსებობს წყლისა და საკვები პროდუქტების დეფიციტის საფრთხე. მეზობელმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ნეპალში უკვე გააგზავნეს ჰუმანიტარული დახმარება.

გუშინ ნეპალში განმეორებით, 6.7 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა განმეორდა ასევე ონდოეთსა და ბანგლადეშში.

ცნობისთვის, ნეპალის დედაქალაქის კატმანდუს მახლობლად პირველი ძლიერი 7.9 ბალიანი მიწისძვრა შაბათს მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics