21:53 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-30 16:35:45, 968 ნახვა

სპორტი
კვირიკაშვილი: სულისშემძვრელი ფაქტია, როდესაც დღისით, მზისით ხდება ასეთი მკვლელობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეს უმოკლეს დროში გამოიძიებენ.
"სულისშემძვრელი ფაქტია,  როდესაც დღისით მზისით ხდება ასეთი მკვლელობა. პრემიერ-მინისტრმა გასცა ბრძანება, რომ უახლოეს პერიოდში იქნას გამოძიებული და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი  რამდენიმე დღის წინ საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს, მას უცნობმა პირმა ცეცხლსასროლილი იარაღიდან ესროლა. ბესიკ ხარძიანი კუს ტბის აქციებს ფლობდა.  ოჯახის წევრები მკვლელობას გიორგი უდესიანს უკავშირებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
12-13 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევი ბიზნესცენტრში მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics