|
2015-03-26 10:03:31, 417 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე სამუშო ვიზიტით საბერძნეთში გაემგზავრა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკაში, ქ.ათენში გაემგზავრა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში 26 მარტს დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები საბერძნეთის საგარეო საქმეთა ალტერნატიულ მინისტრთან ევროპულ საქმეებში ნიკოლაოს ხუნტისთან და საბერძნეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან გეორგიოს ვარემენოსთან. შეხვედრებზე რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების პროცესსა და მოლოდინებზე ისაუბრებენ. სახელმწიფო მინისტრი ათენიდან კვიპროსის რესპუბლიკაში გაემგზავრება, სადაც, ასევე, დაგეგმილია დავით ბაქრაძის შეხვედრები კვიპროსის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კერძოდ, სახელმწიფო მინისტრი შეხვედრას გამართავს კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან იოანის კასულიდისთან. საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პესპექტივებზე კი საგარეო საქმეთა სამინისტროში კვიპროსისა და საქართველოს დელეგაციები გაფართოებული კონსულტაციების ფორმატში იმსჯელებენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის საგარეო და ევროპულ საქმეთა მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან (ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას) პროდრომოს პროდრომუსთან, კვიპროსის რესპუბლიკაში ევროპარლამენტის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ალექსანდრა ატალიდესთან და ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ჯორჯ მარკოპულიოტისთან. საქართველოსა და კვიპროსს შორის ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე დავით ბაქრაძე ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან ისაუბრებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)