|
2015-03-25 11:16:16, 416 ნახვა
პოლიტიკა
კახი კალაძე 31 მარტს პარლამენტის სხდომაზე მთავრობის დასწრების აუცილებლობას ვერ ხედავს
ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე 31 მარტს პარლამენტის სხდომაზე, სადაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით უნდა წარსდგეს, მთავრობის წევრების დასწრების აუცილებლობას ვერ ხედავს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობაში პარლამენტში სხდომაზე დასწრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. „პარლამენტში სხდომაზე მთავრობის დასწრების აუცილებლობა არ არის. თუმცა, თუ მთავრობა დაესწრება ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ. გუნდში ვიმსჯელებთ და დასწრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – აღნიშნა კალაძემ. ცნობისთვის, პარლამენტში გიორგი მარგველაშვილი 31 მარტს წარსდგება. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ, პარლამენტს ოფიციალური წერილით მიმართა. პრეზიდეტის ადმინისტრაციის ძირითადი მოთხოვნაა, 31 მარტს საკანონმდებლო ორგანოში გამართულ სხდომაზე მთავრობის, სასამართლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და იმ ინსტიტუტების წარმომადგენლები უნდა იყვნენ წარმოდგენილები, რომლებიც ტრადიციულად, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ესწრებოდნენ. აღნიშნულ სხდომას უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე ნინო გვენეტაძე დაესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)