21:36 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-20 12:19:06, 346 ნახვა

პოლიტიკა
2014 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, მშპ 1.8%-თ გაიზარდა

2014 წლის IV კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 8 176,8 მლნ. ლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 1,8 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 4,4 პროცენტით.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17,8 პროცენტი) და მრეწველობა (16,6 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს სახელმწიფო მმართველობა (11,7 პროცენტი), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (9,5 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (8,2 პროცენტი), მშენებლობა (8,0 პროცენტი).
ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (13,7 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (11,4პროცენტი), კავშირგაბმულობა (10,0 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (8,7 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (6,5 პროცენტი), განათლება (3,9 პროცენტი), მშენებლობა (3,1 პროცენტი).
კლება დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობაში (-6,9 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში (-6,0 პროცენტი) და კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევაში (-3,7 პროცენტი).
დაზუსტებული მონაცემები 2015 წლის 16 ნოემბერს გამოქვეყნდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics