19:54 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 18:46:34, 442 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს მთავრობა ოლიგარქს უყურებს ქვემოდან ზემოთ

„საქართველოს მთავრობა ოლიგარქს უყურებს ქვემოდან ზემოთ და თავის ხალხს კი ზემოდან ქვემოთ“,-ამის შესახებ საქართველოს ექს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ 21 მარტის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
"ეს არ არის მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" აქცია. დღეს, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველა ვხვდებით, რომ ჩვენი ქვეყანა არ მიდის სწორი მიმართულებით. თუ ჩვენ გვსურს, რომ სამუშაო ადგილების დაკარგვა არ იყოს შეუქცევადი, თუ გვსურს, რომ ჩვენი საერთაშორისო რეპუტაციის შელახვა და პირდაპირი რომ ვთქვათ "გაბანძება" არ იყოს შეუქცევადი, თუ გვსურს, რომ კორუფცია, ნეპოტიზმი, დანაშაულის ახალი ტალღა, რომელიც არსებობს, არ იყოს შეუქცევადი, საჭიროა, რომ ხალხმა კონსტიტუციის ფარგლებში, მშვიდობიანად გამოხატოს ეს აზრი. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ასე ხდება. ჩვენ ახლა გვყავს მთავრობა, რომელიც ოლიგარქს უყურებს ქვემოდან ზემოთ და თავის ხალხს ზემოდან ქვემოთ. ხალხმა ასეთ მთავრობას უნდა მიუთითოს თავისი ადგილი“,-განაცხადა სააკაშვილმა.
ექს პრეზიდენტის კომენატრი  „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტმა გაავრცელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics