14:07 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-15 23:34:20, 433 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნება აბსურდია

 „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება აბსურდია“,-ამის შესახებ ექს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „ კვირის 2030“-თან საუბრისას განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ყველაფერზე არიან წამსვლელები, მაგრამ მათ საშუალება არა აქვთ და არც ექნებათ.

„ნაციონალები“ ცდილობდნენ ხალხი ვირტუალურ სამყაროში ემყოფებინათ, თვითონ იყვნენ კარგად, ერთი ჯგუფი ინაწილებდა ყველაფერს. დანარჩენს საზოგადოებასაც არწმუნებდნენ, რომ ისინი არიან კარგად ეს მექანიზმები დახვეწილი ჰქონდათ. მთელი მედია საშუალებების კონტროლი , როგორც იყო 9 წლის განმავლობაში. დღესაც იგივე, ეს აგიტმანქანა , სიცრუის მანქანა ცდილობს საპირისპიროს, ახლა როდესაც თვითონ ხელისუფლებაში არ არიან , ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ყველაფერი ინგრევა , ყველაფერი იშლება და ვერ მალამევნ თავის სურვილს, რომ მათი უნდათ , რომ ეკონომიკა და ქვეყანა დაინგრეს. აქვთ კიდევ განცდა, რომ თავი გადაირჩინონ და ქვეყანა გადაარჩინონ ან ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ეს აბსურდია, რამეთი ქართულ საზოგადოებას მახსოვრობა არ დაუკარგავს. ყველაფერზე არიან წამსვლელები, მაგრამ საშუალება არა აქვთ და არც ექნებათ მომავალშიც“,-განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, ივანიშვილმა დასძინა, რომ 9 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ მოეტუებინა საზოგადოება. „9 წლის განმავლობაში მათი ქცევებით, ისინი ოპოზიციაში იყვნენ საკუთარ ხალხთან და ცდილობდნენ ვირტუალურ სამყაროში დაეხატათ, რომ საქართველოში მიდის საოცარი აღმშენებლობის პროცესი ყველაფერი კარგადაა. მათმა ლიდერმა ისეთი აბსურდი შემოიტანა, ლამის დავით აღამშენებლის პერიოდთან გაავლო პარალელები, რაც აბსოლუტურად არასწორი და არაკორექტული იყო“,-დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics