03:51 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 16:16:39, 331 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ზედამხედველობის სამსახურები მაქსიმალურად უნდა გავამკაცროთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებთან, ქალაქების მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებთან შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად, ტენდერების გამოცხადების კუთხით არსებულ ხარვეზებზე და ზედამხედველობის სამსახურში პრობლემებზე ისაუბრა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რიგ შემთხვევებში ზედამხედველობის სამსახური მიმდინარე სამშენებლო პროექტებში სრულყოფილად ჩართული არაა. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ზედამხედველობის სამსახურები გასამკაცრებელი და გასააქტიურებელია.

"პრობლემებია ტენდერების გამოცხადების ეტაპზე, ჩემი ინფორმაციით, ამ მიმარულებით გარკვეული ხარვეზებია, ეს ჩვენ ერთად უნდა გავასწოროთ.რაიმე დაუძლეველი პრობლემა არ არის.ეს არის მიმდინარე პრობლემა და ამის გადაწყვეტა ჩვენ შეგვიძლია ერთობლივი ძალისხმევით. ჩვენ ასევე უნდა ვიმსჯელოთ ტენდერების შეწყვეტის მიზეზებზე. ასევე ყურადღება უნდა გავამახვილოთ სატენდერო კომისიების მუშაობაზე.ზოგჯერ ხარისხის პრობლემები არის გამოწვეული ზედამხედველობის სამსახურების პრობლემებით. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავამკაცროთ და გავააქტიუროთ ზედამხედველობის სამსახურები.რიგ რაიონებში არ არიან ისინი სრულყოფილად და მუდმივად ჩართული მიმდინარე სამშენებლო პროექტებში და შესაბამისად, ვერ ფლობენ სრულ ინფორმაციას პროექტის შესრულების პერიოდში წარმოქმნილ პრობლემებზე. ამიტომ, ჩვენ უნდა მივიღოთ პრევენციული ზომები პროექტის სრულყფილად შესრულებაზე, შემსრულებელ კომპანიასთან მიმართებაში მუნიციპალიტეტების და პროექტების ავტორების მხრიდან არ ხდება ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ყველას არ ეხება, ყველა რაიონში ასე არაა, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესის კონტროლი, ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ თითოეული პროექტი და სამუშაოების მიმდინარეობა.დავადგინოთ დროულად ხარვეზები და სულყოფილად აღმოვფხვრათ ყველა ის პრობლემა, რომელიც არსებობს",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics