03:51 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 16:05:02, 331 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ვალდებულები ვართ, მოსახლეობის ყოფას დღევანდელი პრობლემები არ დაეტყოს

პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს მოუწოდა, რომ ადმინისტრაციული ხარჯები დაზოგონ.

თუმცა როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხარჯების შემცირება სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ უნდა შეეხოს.

"მინდა გთხოვოთ,  გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი რეგიონების მოსახლეობის   თითოეული თეთრი არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ვალდებული ვართ მაქსიმალურად ვიზრუნოთ იმისთვის, რომ მათ ყოფას დღევანდელი პრობლემები არ დაეტყოს",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისივე თქმით, რეგიონებში არა ერთი სოციალური პროექტი განხორციელდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

„ჩვენი მთავარი მიზანი არის ადამიანი. ჩვენ ვართ ადამიანებზე ორიენტირებული მთავრობა, ცენტრალურ და ადგილობრივ  დონეზე. მე მინდა რომ ეს იყოს მთავარი გზავნილი დღევანდელი შეხვედრის“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამწუთებში სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გუბერნატორებს, ქალაქების მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებს ხვდება. შეხვედრაში ეკონომიკური გუნდის მინისტრები მონაწილეობენ.
ამასთან, შეხვედრას ესწრებიან განათლების, ჯანდაცვის, იუსტიციისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებიც. შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში პროექტებისა და პროგრამების მიმდინარეობასთან დაკავშრებულ საკითხებზე მიმდინარეობს საუბარი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics