00:50 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 13:24:42, 334 ნახვა

პოლიტიკა
დავით სერგეენკო: დაზოგილი თანხებით, დიდი ალბათობით, მაღალმთიანი რაიონებისთვის ახალ რეანომობილებს შევიძენთ

„ცალსახად არც ერთი ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამის შემცირება არ იგეგმება“, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „ქამრების შემოჭერის“ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა,  მისი სამინისტრო ძირითადად სოციალური მიმართულებით მუშაობს და შესაბამისად, ადმინისტრაციული ხარჯები ნაკლები აქვს.
თუმცა, მისივე თქმით, უწყება 1 წლის განმავლობაში  ადმინისტრაციულ ხარჯებს დაახლოებით  100 000 ლარამდე  შეამცირებს.
 „პირველ რიგში ეს ადმინისტრაციულ ხარჯებს შეეხო.  უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და შევამცირეთ სამივლინებო, ასევე საწვავის ლიმიტის ხარჯები.  ხაზი მინდა გავუსვა, რომ სამინისტროს ყველაზე დიდი ბიუჯეტი აქვს და ის ძირითადად სოციალური მიმართულებითაა.  შესაბამისად, ჩვენ ადმინისტრაციული ხარჯები ბევრი არ გვაქვს. ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება თავიდან 70 000 ლარით ვივარაუდე, მაგრამ ეს დაახლოებით წელიწადში  100 000 ლარამდე იქნება“, – აღნიშნა სერგეენკომ.
მინისტრის განცხადებით, დაზოგილი თანხებით სამინისტრო სავარაუდოდ, მაღალმთიანი რაიონებისთვის ახალ რეანომობილებს შეიძენს.
„ ძირითადად , დიდი ალბათობით, ეს დაზოგილი თანხები მაღალმთიანი რაიონებისთვის ახალი რეანომობილებისთვის დაიხარჯება. ასევე მინდა გითხრათ, რომ არც ერთი ჯანდაცვითი თუ სოციალური პროგრამის შემცირება ცალსახად არ იგეგმება“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics