2015-03-10 13:13:17, 395 ნახვა
პოლიტიკა
უმრავლესობის ინფორმაციით, მარგველაშვილთან შეხვედრა მხარეების ურთიერთშეთანხმებით გადაიდო
საპარლამენტო უმრავლესობის ინფორმაციით, დღეს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან დაგეგმილი შეხვედრა მხარეების ურთიერთშეთანხმებით გადაიდო.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
"დღეს, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციების ხელმძღვანელებს შორის დაგეგმილი შეხვედრა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემებთან დაკავშირებით, მხარეების ურთიერთშეთანხმებით გადაიდო", - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან