19:46 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-09 16:33:01, 393 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი: სანქციები რჩება, როგორც რუსეთზე ზეწოლის მნიშვნელოვანი ელემენტი

"დღეს კონსენსუსი მათ გაფართოებაზე მიღწეული არ არის, მაგრამ სანქციები რჩება, როგორც მნიშვნელოვანი ელემენტი რუსეთზე ზეწოლისა," - აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა გააკეთა. 

ბერუჩაშვილმა ამ განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისთვის მზად არ არის. 

თამარ ბერუჩაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია დასავლეთის პარტნიორები იყვნენ ერთიანი და თანამიმდევრული იმ არჩევანში, რასაც ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის მხარდაჭერა ეწოდება და ასევე იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებმაც საკუთარი არჩევანი გააკეთეს. 

„კონკრეტული კონსესუსი მიღწეული გაფართოებასთან დაკავშირებით არ არის, მაგრამ სანქციები რჩება მნიშვნელოვანი ელემენტი, როგორც რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლისა. ამ მიმართულებით, მე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის მნიშნელოვანია, დასავლეთის პარტნიორები იყვნენ ერთიანი და თანამიმდევრული“, - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics