16:12 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-01 11:47:55, 350 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

1-დან -  7 მარტის ჩათვლით,   საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის,  დავით უსუფაშვილის,  ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტია დაგეგმილი. 

ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ გუშინდელ პრესკონფერენციაზე პრეს-სპიკერმა დავით კერესელიძე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  შეხვედრებს გამართავს აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, აგრეთვე ამერიკის წამყვან კვლევით ცენტრებთან და მედიის წარმომადგენლებთან. 

"შეხვედრების მთავარი თემა იქნება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება, საქართველოს უსაფრთხოების გარემო, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, დემოკრატიული განვითარება, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს და აღნიშნული ვიზიტი ამ მხარდაჭერის კიდევ უფრო გამყარებას ემსახურება.
4-5  მარტს საქართველოში ბელარუსის უწყებათაშორისი წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის და საგარეო უწყების წარმომადგენლებთან, რომლის ფარგლებშიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განხილული იქნებამ.წ. 22 აპრილს თბილისში დაგეგმილი საქართველო-ბელარუსის ბიზნეს ფორუმის ჩატარებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განხილვა და შეთანხმება",-აღნიშნა დავით კერესელიძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics