16:10 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-15 11:10:33, 1218 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის ტრიუმფი - ევროვიზია 2017-ს კიევი უმასპინძლებს

ევროპის უდიდესი მუსიკალური კონკურსი დასრულდა. 

სიმღერის რიგით 61-ე კონკურსის გამარჯვებული უკრაინის წარმომადგენელი ჯამალა გახდა. ამ გამარჯვებით უკრაინამ 2017 წლის ევროფესტივალის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი მოიპოვა. 

გამარჯვებული ყველა ქვეყნის ნაციონალურმა ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს.

ძირითადი დუელი ავსტრალიისა და უკრაინის კონკურსანტებს შორის მიმდინარეობდა, თუმცა ხმათა უმრავლესობით უკრაინამ პირველი ადგილი დაიკავა.

მეორე ადგილი დაიკავა ავსტრალიამ, ხოლო მესამე ადგილზე რუსეთი გავიდა.

2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლები ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz, სიმღერით Midnight Gold მე-20 ადგილზე გავიდნენ.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 61-ე კონკურსს სტოკჰოლმი, შვედეთი მასპინძლობდა. კონკურსის ფინალი 14 მაისს ჩატარდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics