03:42 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-23 09:55:17, 366 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი კიევში ლატვიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა  კიევში ვიზიტის ფარგლებში ლატვიის პრემიერ-მინისტრთან ლაიმდოტა სტრაუიუმასთან შეხვედრა გამართა. 

შეხვედრისას მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების თემები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო მომავალ აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია რიგის სამიტზე სათანადოდ შეფასდეს საქართველოს ძალისხმევა და აღნიშნული სამიტი გახდეს ახალი იმპულსი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისათვის. სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა ამ პროცესებში ლატვიის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობასაც. 

ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა ლაიმდოტა სტრაუიუმას და ლატვიის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინის მაგალითის გათვალისწინებით, რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის ევროპული სახელმწიფოების და დასავლეთის მხარდაჭერა გადამწყვეტია. 

შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი და საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება ესწრებოდნენ.
საქართველოს პრეზიდენტი დღესვე უკრაინელ კოლეგას პირისპირ შეხვდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics