2016-04-14 15:06:07, 1036 ნახვა
მსოფლიო
კიევში აფეთქება მოხდა
კიევში, კრასნოვის ქუჩაძე ავტომანქანა აფეთქდა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ამ დროისთვის გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
როგორც მედია საშუალება წერს, ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ და აფეთქების მიზეზის დადგენას ცდილობენ. ტერიტორია სამართალდამცველებმა გადაკეტეს.
თვითმხილველთა ინფორმაციით, აფეთქების დროს ადგილზე სამი მამაკაცი იმყოფებოდა, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან თეთრი მანქანით მიიმალნენ. მათ დასაკავებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს, თუმცა უცნობია, არიან თუ არა ისინი აფეთქებასთან კავშირში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან