21:57 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-20 10:48:32, 347 ნახვა

პოლიტიკა
აბაშიძე-კარასინის შეხვედრა 26 თებერვალს პრაღაში გაიმართება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებით, რუსეთთან ურთერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა  26 თებერვალს პრაღაში გაიმართება. 

ლუკაშევიჩის თქმით, ორ მხარეს შორის შეთანხმება 16 თებერვალს  სატელეფონო საუბრისას შედგა.

„16 თებერვალს სატელეფონო საუბრისას  გრიგორი კარასინი და ზურაბ აბაშიძეს  შორის მოხდა შეთანხმება, რომ თებერვლის ბოლოს ჩატარდებოდა მორიგი შეხვედრა პრაღაში, კონკრეტულად 26 თებერვალს. როგორც იცით, ამ რეგულარულ კონტაქტებს საკმაოდ ფართო დღის  წესრიგი აქვს და მასზე  განიხილება ყველა აქტუალური საკითხი.  ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა ღიად განვიხილოთ სხვადასხვა თემები  და მივიდეთ რაიმე შეთანხმებამდე, რაც ჩვენს დიალოგს წინ წასწევს“,-განაცხადა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა.

შეგახსენებთ, რომ გრიგორი კარასინის და ზურაბ აბაშიძის პირველი შეხვედრა 2012 წლის დეკემბერს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში შედგა. 2013-2014 წლებში პრაღაში მხარეები 7-ჯერ შეხვდნენ, სადაც ორი ქვეყნის ეკონომიკური-კულტურული ურთიერთობის საკითხები განიხილეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics